,,კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის უფროსებს კრემლში - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი ,,ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ , გამჭვირვალობის შესახებ კანონს"

კრამონი გუშინდელ აქციაზე დემონსტრანტების დაკავებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ ეს რუსული სტილით მოხდა.

,,ევროპარლამენტის პოზიცია "ქართული ოცნების" რუსულ კანონზე ძალიან მკაფიოა: ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს და ევროკავშირის კანდიდატობას. ამის შესახებ 10 დღის წინ წერილში განვაცხადეთ. ჩვენ ამას განვაცხადებთ ევროკავშირის რეზოლუციებში. კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის უფროსებს კრემლში", -წერს კრამონი.