,,გამჭვირვალობაზე საუბრობს „არქი“, თბილისის ყველაზე დიდი დეველოპერი, რომელიც არაფერს აქვეყნებს და ცდილობს კანონს გვერდი აუაროს,  ყველა პროექტი ცალკე შპს-ეებად რომ აქვს ჩაშლილი და არანაირ ფინანსურ ინფორმაციას არ აქვეყნებს.

მხოლოდ ერთი კომპანიის, „არქის“ შემოსავალი საქართველოში მთელი არასამთავრობო სექტორის შემოსავალზე მეტია“,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, დეველოპერული კომპანია „არქი“ აცხადებს, რომ ახალ პროექტს მაიამიში იწყებს და თუ ის მხარს უჭერს ე.წ. რუსული კანონის მიღებას, შეუძლია ბიზნესი რუსეთში აკეთოს.

,,ერთადერთი ნიუსი რაც საიტზე უდევთ, არის ის რომ ახალ პროექტს იწყებენ მაიამიში. ვორონეჟში და უფაში დაიწყე შე ოჯახაშენებულო, თუ ასეთი კარგია რუსეთი და რუსული კანონი და რუსული გამჭვირვალობა, მაიამიში და ამერიკაში რატომ მიდიხარ? მაიამიში და ამერიკაში ბიზნესი როგორ მუშაობს და როგორი გამჭვირვალობაა ძალიან მალე ნახავენ და იმედია ამ პრაქტიკას დანერგავენ“, - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.