„მომავალ თაობას უნდა მივცეთ ის, რაც მათ სურთ! მათ კი სურთ ევროპა“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტი, ნიკოლოზ გაგუა წერს.

„საქართველოს გაუმარჯოს! საქართველო ევროპაა! ჩვენი რელიგიაც, ჩვენი ქრისტიანობაც ხომ ევროპული ცივილიზაციის წიაღებიდან მოდის! ევროპის ნაწილი ვიყავით, როცა იწერებოდა ვეფხისტყაოსანი, შენდებოდა სვეტიცხოველი, გელათის და იყალთოს აკადემია. ჩვენმა ევროპულმა ფესვებმა და ჩვენმა ფასეულობებმა მოგვიყვანა დღემდე! მხოლოდ ასე უნდა გადავცეთ ეს ქვეყანა მომავალ თაობას და მივცეთ ის, რაც მათ სურთ! მათ კი სურთ ევროპა ", - გაწერა ნიკოლოზ გაგუამ.