„მოვუწოდებთ ლიდერებს, თავი შეიკავონ ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შეიძლება დააზიანოს საქართველოს ევროპული გზა“, ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელი მიერ  საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოს მოუწოდებს, არ მიიღონ აღნიშნული კანონი.

„საქართველოში „გარე გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. საბოლოო მიღების შემთხვევაში ის შეზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მუშაობას, ისევე როგორც გამოხატვის თავისუფლებას. ჩვენ მოვუწოდებთ ლიდერებს, თავი შეიკავონ ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შეიძლება დააზიანოს საქართველოს ევროპული გზა" - აცხადებს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი, ჯოზეფ ბორელი რუსულ კანონზე.

საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახლა დაინიცირებას ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი.

კატრინ გიორინგ-ეკარდტის თქმით, თბილისში ათიათასობით ადამიანი  ქუჩებში დემოკრატიული საქართველოსა და ევროპული მომავლისთვის გამოდის. ისინი ეწინააღმდეგებიან  დესტაბილიზაციის რუსულ მცდელობებს.

ევროკომისიის პრესსპიკერი, პიტერ სტანოს თქმით, აღნიშნული კანონის მიღება ძალიან შემაშფოთებელია.

„უცხოური გავლენის კანონის პირველი მოსმენით მიღება - ევროკავშირის არაერთგზის მოწოდებისა და მასობრივი პროტესტის მიუხედავად - ძალიან შემაშფოთებელია. საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე. ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს” - აცხადებს ევროკომისიის პრესსპიკერი, პიტერ სტანო.