ამ კანონპროექტზე უკვე ბოლო რამდენიმე კვირაა, ვსაუბრობთ. გავიმეორებ - ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ვედანტ პატელმა საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ „უცხოური გამჭვირვალობის გავლენის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„ეს არის ისეთი კანონმდებლობის მსგავსი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ კრემლში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, რომლებსაც აქვთ მედია ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების აქტორების, არაკომერციული ორგანიზაციების მიმართ მკაცრი ზომების გატარების გამოცდილება. ვფიქრობთ, რომ ამგვარი კანონმდებლობა შეუსაბამოა ევროკავშირის მიერ გაცხადებულ მიზნებთან, რაზედაც საქართველომ თავად განაცხადა, რომ ასეთი მომავლით დაინტერესებულია“, - აღნიშნა ვედანტ პატელმა.