ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ბოლო დღეებში აქტივისტებზე ძალადობის ფაქტებს გამოეხმაურა და ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ დემონსტრანტებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„შოკირებული ვართ ქართველ სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებზე დაუნდობელი თავდასხმებით. გვაშფოთებს უბრალო მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოები „ტარგეტირება“ სატელეფონო ზარებითა და აგენტის იარლიყის მიმწებებელი პოსტერებით.

ნორვეგია დგას ქართველების გვერდით, რომლებიც საკუთარ დემოკრატიას იცავენ, მათ შორის „უცხოური გავლენის კანონის“ პროტესტით,“ – წერია ნორვეგიის საგარეო უწყების განცხადებაში.