რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ყველა ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის რუსეთისა და სომხეთისთვის, თანამშრომლობა ამ საერთაშორისო ორგანიზაციის (ევრაზიის ეკონომიკური კავშირის) ფარგლებში დადებითია, რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, ისიც ძალიან წარმატებით ვითარდება,“ - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, 2015 წლიდან სომხეთის სავაჭრო ბრუნვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებთან 14-ჯერ გაიზარდა, რუსეთთან კი შვიდ მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ნიკოლ ფაშინიანმა, თავის მხრივ, შეხვედრის წინ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ორმხრივ და რეგიონულ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების განხილვას გეგმავდა.