ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ათონელის რეზიდენციასთან, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილებს ქართულ ენაზე მიმართა და მოუწოდა საქართველოს, შეინარჩუნოს ევროპული კურსი.

"ზღვა შესაძლოა ხანდახან ღელავს, მაგრამ საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია. შეინარჩუნეთ კურსი ევროპისკენ! შეიჯარჩუნეთ კურსი ევროკავშირისკენ! ჩვენ ამ გზაზე თქვენ გვერდით ვართ. გილოცავთ ევროპის დღეს. წინ საქართველო, წინ!" - თქვა ელჩმა.

სიტყვით გამოსვლისას, მან, ასევე აღნშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებაა, "თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით" ევროკავშირის ნაწილი გახდეს.

"მთავარია, პოლიტიკურ ლიდერებს ისევე კარგად ესმოდეთ ხალხის ხმა, როგორც ეს ხმა ევროკავშირში ისმოდა შარშან. სანუკვარი მიზანი, რომლისკენაც თაობები წლებია შეუპოვრად მიისწრაფიან, არასოდეს ყოფილა ასე ახლო. სხვადასხვა დროს მათი სიმამაცისა და თავდაბების მაგალითები მრავალმა კადრმა შემოინახა. როგორ შეიძლება, მათი შემხედვარე იგივე მიზანს არ ემსახურო", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.