არსებული ინფორმაციით, თბილისში, ოთარ ჭილაძის ქუჩაზე მდებარე „აგროჰაბში“ ხანძარია.

როგორც მოქალაქეების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, შენობიდან ხალხის ევაკუაცია ხორციელდება.

არსებული ინფორმაციით, საბურთალოზე, „აგროჰაბის“ პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა - ვიდეოს სოციალურ ქსელში ირაკლი მილაძე ავრცელებს. 

ხანძრის დეტალებთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ დგილზე ცეცხლი ნაგვის ურნას გაუჩნდა, რაც მალევე ჩააქრეს.