პენტაგონმა ევროპულ დიპლომატებს განუცხადა, რომ აშშ ნაწილობრივ შეაჩერებს სამხედრო დახმარებას ბალტიის ქვეყნებისთვის და რუსეთის მოსაზღვრე ნატოს სახელმწიფოებისთვის.

Reuters-ის ინფორმაციით, პენტაგონმა ევროპულ დიპლომატებს აცნობა, რომ აშშ ახლა „სახელმწიფოს თავდაცვის“ პრიორიტეტზე გადადის.

როგორც ჩანს, რუსები ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის მიმართ პროვოკაციულ და აგრესიულ -ავანტიურისტულ ნაბიჯებს მხოლოდ ახლა იწყებენ და უახლოეს მომავალში სიტუაციის კარდინალური გამწვავება შეიძლება, ვიხილოთ.