ალკოჰოლური სასმელების მოხმარების მიხედვით, ყველაზე "მსმელი" ქვეყნების მსოფლიო რეიტინგი გამოქვეყნდა. აღმოჩნდა, რომ საქართველო მეორე ადგილზეა რომანიის შემდეგ. 

რეიტინგის მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში 15 წელს ზემოთ მყოფი ერთი მოქალაქე საშუალოდ 14.4 ლიტრ ალკოჰოლურ სასმელს მოიხმარს. ესაა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2025 წლის მონაცემი.

საქართველოს მოქალაქეზე 2 ლიტრით მეტს სვამს რუმინეთის მოქალაქე. აქ ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებელი 16.80 ლიტრაა. ალკოჰოლის მოხმარებით მცირედით ჩამოგვრჩება ლატვია, რომლის ერთი მოქალაქე (15 წელს ზემოთ) მოქალაქე დაახლოებით 12.1 ლიტრს ალკოჰოლს მოიხმარს.

რეიტინგში ალკოჰოლის მოხმარების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს ისლანდიას, სამხრეთ კორეას და ბრაზილიას. ერთი მოქალაქის მიერ მიღებული ალკოჰოლის ოდენობა ამ ქვეყნებში საშუალოდ 7 ლიტრაა და 8 ლიტრას არ სცდება.

სრული რეიტინგი იხილეთ აქ