მსოფლიო ეკონომიკის კილის ინსტიტუტის (IfW) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ევროპამ, თავდაცვის ინდუსტრიის მეშვეობით, უკრაინას უფრო მეტი სამხედრო დახმარება გაუწია, ვიდრე აშშ-მ.

უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე IfW-ის მიერ ჩატარებული მონიტორინგის თანახმად, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაწყებიდან 2025 წლის ივნისის ბოლომდე, ევროპულმა სახელმწიფოებმა 35,1 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების ახალი სამხედრო აღჭურვილობა კონტრაქტების გზით შეიძინეს. ეს 4,4 მილიარდით მეტია, ვიდრე აშშ-ის მიერ იმავე გზით და იმავე პერიოდში შეძენილი შეიარაღების საერთო ღირებულება.

ევროპული სახელმწიფოები ახლა უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარების თითქმის ნახევარს იარაღის წარმოების ინდუსტრიიდან იღებენ და არა საკუთარი შეიარაღებული ძალების მარაგებიდან. მიმდინარე წლის მაისსა და ივნისში გამოყოფილი 10.5 მილიარდი ევროს მოცულობის ევროპული სამხედრო დახმარებიდან, სულ მცირე 4.6 მილიარდი ევრო, სავარაუდოდ, იარაღის მწარმოებელ კომპანიებთან გაკეთებულ შეკვეთებზე იქნება მიმართული, რაც უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების მთლიანი მოცულობის 43.8%-ს შეადგენს.

წყარო: ბერძნული საინფორმაციო სააგენტო „ათენი-მაკედონია“ (AMNA).  1არხი