მრავალი მონათლული ქრისტიანი პრაქტიკულ ათეიზმში ცხოვრობს, - თქვა ახალმა პაპმა ლეო მეთოთხმეტემ თავის პირველ ჰომილიაში.

„დღესაც მრავალი გარემოება არსებობს, რომელშიც ქრისტიანული სარწმუნოება მიიჩნევა აბსურდულად, რომელიც სუსტისა და უმეცრისთვის არის განკუთვნილი. გარემოებები, რომელშიც უპირატესობას ანიჭებენ სხვა სახის უსაფრთხოებებს, როგორიცაა ტექნოლოგია, ფული, წარმატება, ძალაუფლება ან სიამოვნება.არსებობს გარკვეული გარემოებები, სადაც არ არის მარტივი სახარების ქადაგება და მისი ჭეშმარიტების დამოწმება, რომელშიც მორწმუნეებს დასცინიან, წინააღმდეგობას უწევენ, სძულთ ან საუკეთესო შემთხვევაში, მათ მიმართ შემწყნარებლები არიან და ეცოდებათ ისინი.

თუმცა, სწორედ ამ მიზეზით, ეს ადგილებია, სადაც ჩვენი მისიონერული წვდომა უკიდურესად საჭიროა. რწმენის ნაკლებობა ხშირად ტრაგიკულად თან ახლავს სიცოცხლის აზრის დაკარგვას, მიტევების უგულებელყოფას, ადამიანის ღირსების თავზარდამცემ დარღვევებს, ოჯახის კრიზისსა და უამრავ სხვა ჭრილობას, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აზიანებს.დღესაც, მრავალი გარემოა, რომელშიც იესო, მიუხედავად იმისა, რომ კაცად არის დაფასებული, ქარიზმატულ ლიდერამდე ან ზეადამიანამდეა დაყვანილი. ეს სიმართლეა არა მხოლოდ ურწმუნოებს შორის, არამედ ასევე მრავალი მონათლული ქრისტიანის შემთხვევაშიც, რომლებიც ამგვარად, ამ დონეზე, საბოლოოდ, პრაქტიკულ ათეიზმში ცხოვრობენ“, - თქვა პაპმა ლეო მეთოთხმეტემ.

წყარო: tabula.ge