საქართველოს მთავრობის სახელით გულწრფელად ვულოცავ მის უწმინდესობას,  ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მთავრობის მეთაური მას სიძლიერეს, სიბრძნესა და ღვთის წყალობას უსურვებს კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელობის წმინდა მისიის შესრულებაში.

“საქართველოს მთავრობის სახელით გულწრფელად ვულოცავ მის უწმინდესობას,  ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას.

ვუსურვებთ მას სიძლიერეს, სიბრძნესა და ღვთის წყალობას კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელობის წმინდა მისიის შესრულებაში”, - აღნიშნავს პრემიერი.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს