2025 წლის მაისში, თიბისი ბანკის არხების მიხედვით, მომხმარებლებმა მეტი უნაღდო დანახარჯი გასწიეს და მეტი ტრანზაქცია შეასრულეს, ვიდრე 2024 წლის მაისში, - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ბაზრის მიმოხილვაში წერია.

დასვენების სექტორში, კერძოდ კი სასტუმროებში, მომხმარებლების დანახარჯები წლიურად 34%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად არარეზიდენტების გაზრდილი დანახარჯებით იყო განპირობებული. მიმდინარე წლის მაისში, სასტუმროებში არარეზიდენტების საშუალო დანახარჯი დაახლოებით 3-ჯერ აღემატებოდა რეზიდენტების საშუალო დანახარჯს.

2025 წლის მაისში, რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლიურად მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი 34 ლარს გაუტოლდა. ამავე თვეში, რესტორნებში არარეზიდენტების საშუალო ხარჯვა დაახლოებით 5-ჯერ აღემატება რეზიდენტების მაჩვენებელს.

მიმდინარე წლის მაისში, მომხმარებლებმა 37%-ით მეტი დახარჯეს ტანსაცმელსა და აქსესუარებზე გასული წლის მაისთან შედარებით.