უმსხვილესი ბანკები 2026 წლის 1 სექტემბრიდან ვალდებულნი იქნებიან, თავიანთ კლიენტებს ციფრული ეროვნული ვალუტით ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობა მისცენ. რუსეთის ბანკმა განაცხადა, რომ მან სახელმწიფო სათათბიროს შესაბამისი კანონპროექტის შესწორების წინადადებები გაუგზავნა. ინფორმაციას forbes.ru ავრცელებს.

იმავე თარიღიდან, სავაჭრო კომპანიებს, რომლებიც უმსხვილესი ბანკების კლიენტები არიან, თავიანთი ინფრასტრუქტურა ციფრული რუბლისთვის უნდა გახსნან და საქონლისა და მომსახურების საფასურის გადახდის შესაძლებლობა უზრუნველყონ.

ცენტრალური ბანკის განმარტებით, საუბარია ისეთ კომპანიებზე, რომელთა წინა წლის შემოსავალი 120 მილიონ რუბლს აღემატება.