2023 წელს „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით“ მოსარგებლე, შშმ პირთა რაოდენობა 32 062 იყო. შემთხვევების რაოდენობა კი - 81 326.

ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. მისი მონაცემებით, ამ მაჩვენებელში 8 282 მკვეთრად გამოხატული შშმ პირია, 17 618 - მნიშვნელოვად გამოხატული, 1 513 კი - შშმ ბავშვი.

2022 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 29 741 შშმ პირი სარგებლობდა, 2021-ში კი 28 100.

ცნობისთვის: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (18
წლის ასაკამდე) და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (18 წლის ასაკიდან).

წყარო: jandacva.ge