შვეიცარულ კომპანიასთან ერთად მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიკვლევთ მყინვარებს, ეროზიულ პროცესებს და ეს ყველაფერი მოგვცემს შესაბამისი რისკების პრევენციის საშუალებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შოვში განუცხადა, სადაც პატივი მიაგო შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.


მისი თქმით, მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მომავალში  მსგავსი ტრაგედიები არ მოხდეს. 


„ყველას ძალიან მძაფრად გვახსენდება ის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც დაგვატყდა თავს და რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, რომ გავიხსენოთ დაღუპულები. ასევე ჩვენი ვალია, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში არ მოხდეს ასეთი ტრაგედიები. მანამდე არ არსებობდა ასეთი პრეცენდენტი, რაც დაკავშირებული იყო მყინვარულ ღვარცოფთან და ასეთი კვლევა არ იყო ჩატარებული. ჩვენ დავიწყეთ კვლევების ჩატარება, შვეიცარულ კომპანიასთან ერთად. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიკვლევთ მყინვარებს, ეროზიულ პროცესებს და ეს ყველაფერი მოგვცემს შესაბამისი რისკების პრევენციის საშუალებას“, - განაცხადა პრემიერმა.

დღეს შოვის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა.

შოვში მოეწყობა მემორიალი, ასევე, უახლოეს მომავალში დაიწყება ტაძრის მშენებლობა - ამით კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს დაღუპულთა ხსოვნას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  კობახიძემ ჟურნალისტებს შოვში განუცხადა, სადაც პატივი მიაგო შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. 
მისი თქმით, თვენახევარში უკვე დასრულდება მემორიალის მოპირკეთების სამუშაოები.


„შოვში მოეწყობა მემორიალი, თვენახევარში უკვე დასრულდება მოპირკეთების სამუშაოები. ასევე, უახლოეს მომავალში დაიწყება ტაძრის მშენებლობა. პროექტი მომზადებულია, კიდევ ერთხელ გავეცანით ამ პროექტს და უახლოეს მომავალში დაიწყება ტაძრის მშენებლობა. ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია და მათ შორის დაღუპულთა ახლობლებისათვის, რომლებიც ხშირად ამოდიან აქ, ტრაგედიის ადგილზე. ყველასთვის მნიშვნელოვანია ის, რომ შოვში აშენდეს ეს ტაძარი, მათ შორის, იმისათვის, რომ ჩვენ ამითაც კიდევ ერთხელ მივაგოთ პატივი დაღუპულთა ხსოვნას“, - განაცხადა პრემიერმა.

2023 წლის 3 აგვისტოს, შოვში ღვარცოფი მოვარდა. ტალახის უზარმაზარმა მასამ წაიღო კოტეჯები, სადაც ათობით ადამიანი იმყოფებოდა.

ადგილზე სამაშველო სამსახურები ღვარცოფში მოყოლილმა ადამიანებმა გამოიძახეს. სტიქიას გადარჩენილები აცხადებდნენ, რომ სამაშველო ვერტმფრენი კი შოვში მომხდარიდან სამი საათის შემდეგ ჩაფრინდა.

სტიქიის ზონიდან ვერტმფრენით 210 ადამიანი გამოიყვანეს, 33 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ტრაგედიას შეეწირნენ: 

  • ლუკა დუდაშვილი 
  • ანდრია დუდაშვილი
  • ანასტასია დუდაშვილი
  • ნატო ჭელიძე
  • მარიამ მაისურაძე
  • კოტე მაისურაძე
  • შორენა ბიჭაშვილი
  • მეგი გუტაშვილი 
  • გიგი გუტაშვილი
  • ზაზა მესხი და მისი 2 არასრულწლოვანი შვილი (ერთი მათგანის ცხედარი ამ დრომდე არ უპოვიათ) ალინა პოლიკოვსკა
  • ზაზა მესხის ცოლი, ალინა პოლიკოვსკა და მისი არასრულწლოვანი შვილი, სევა
  • სოფი ყარალაშვილი
  • გიორგი ყარალაშვილი
  • მარინა ხორბალაძე
  • მანანა ჯაჭვაძე
  • გიორგი ხორბალაძე
  • ნინო კენჭაძე
  • სალომე ხეთაგური
  • გვანცა ბუბაშვილი
  • თემურ ჩარკვიანი
  • დიტო ფირცხალავა
  • ნიკა ჩალაძე
  • სამირა ისაევა
  • დავით ბერიაშვილი
  • გიორგი გოგინაშვილი
  • ქსენია ტრიჩევა
  • გენადი სულთანიშვილი
  • სოფო ბაკურაძე
  • ქეთევან ლობჟანიძე
  • ლევან რაზმაძე