თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 16 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ტაშკენტის, საირმის, შევარდენიძის და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ზღვისუბნის დასახლების IX მიკრორაიონის  მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, სოფელი დიღმის, "ჩალისპირების" დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების II ზონის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, გელოვანის გამზირის, პეტრიწის, ირაკლი ფარჯიანის, თოფურიძის, გოძიაშვილის, ლუბლიანას, ბელიაშვილის, მუხრან მაჭავარიანის, ახმეტელის, ბოხუას, ციალა გაბაშვილის, მიხეილ ბერძენიშვილის, ბალანჩინის, არზაყან ემხვარის, ტერევერკოს და ჩაჩავას ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.