თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 3 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ლორთქიფანიძის, ბაბუციძის და ქინძმარაულის ქუჩების მოსახლეობას. 

მთაწმინდის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს  დაღმართის, ახვლედიანის და ქიაჩელის ქუჩების მოსახლეობას. 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.