აპრილში, თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა - ამის შესახებ Colliers Georgia მიერ უძრავი ქონების ბაზრის განახლებულ მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც Recov.ge-ზე გამოქვეყნდა.
გამოქვეყნებული მონაცემებით, 2025 წლის აპრილში თბილისში 3,256 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის მარტთან შედარებით მცირედ 2.6%-ით არის შემცირებული. ბაზრის ზომა კი 6.6%-ით, 244 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
„გასათვალისწინებელია, რომ ახალ კორპუსებში პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილს დეველოპერები გვიან არეგისტრირებენ, რაც ართულებს პირველადი ბაზრის ზუსტი სურათის აღქმას.
ძველ პროექტებში კლების ტენდენცია ნარჩუნდება და ბინების გაყიდვები, 2024 წლის აპრილთან შედარებით 21.3%-ით არის შემცირებული.
2025 წლის აპრილში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის აპრილთან შედარებით 12.9%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, ქალაქის ცენტრში 6.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო გარეუბანში საშუალო შეწონილმა ფასმა 8.1%-ით მოიმატა.
ზრდის განმაპირობებელი ძირითადად პირველადი ბაზარია, სადაც ქალაქის მასშტაბით საშუალო შეწონილი ფასი 13.8%-ით გაიზარდა. ახალაშენებული ბინების მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 5.5%-ით გაიზარდა
ახალაშენებული ბინების მეორეულ ბაზარზე საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 5.5%-ით გაიზარდა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ ძველი ბინების გაყიდვის საშუალო ღირებულებას 2025 წლის აპრილში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის აპრილთან შედარებით გარეუბანში - 7.5%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრში - 4.4%-ით, ხოლო ფართო ცენტრში სულ რაღაც 1.5%-იანი კლება დაფიქსირდა.