თბილისში, ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი “ბორჯომის ვაგზლის”ტერიტორიაზე გაჩნდა, სადაც ტანსაცმლის, ხილ-ბოსტნეულის და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართებია.

როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.

არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ipn.ge