ეს ამბავი მხოლოდ 21-ე საუკუნეში შეიძლებოდა, მომხდარიყო: ვირჯინიელმა ქალმა OpenAI-ის ChatGPT-ის მიერ შერჩეული ციფრებით Powerball-ის ლატარია მოიგო!
„I’m like, ChatGPT, talk to me… Do you have numbers for me?“ — სწორედ ამ „მაგიური“ სიტყვებით შეძლო ქვრივმა ქერი ედუარდსმა გამარჯვება. მიღებული პასუხიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი სატელეფონო შეტყობინებით გაიგო ლატარიაში გამარჯვების შესახებ.
გამომდინარე იქიდან, რომ 5-დან 4 ციფრი და Powerball-ის რიცხვიც ამოიცნო, 150 000 დოლარი მოიგო. ამ თანხის გადარიცხვას კი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში გეგმავს, მათ შორისაა Navy-Marine Corps Relief Society, Shalom Farms-ის კვების ორგანიზაცია და Association for Frontotemporal Degeneration, რომელიც დემენციას შეისწავლის. დაავადებას, რომელსაც ქერის მეუღლე გასულ წელს ემსხვერპლა.
„როგორც კი ეს ღვთაებრივი ამბავი მოხდა ჩემს თავს, ზუსტად ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. ვიცოდი, რომ ყველაფერი უნდა გამეცა, ძალიან დიდი წყალობა მივიღე და მინდა, მაგალითი გავხდე სხვა ადამიანებისთვის, რომ თავადაც გაუზიარონ ეს წყალობა სხვებს“.
ერთი რამ ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ: ChatGPT ვერ იცნობს, რომელი ციფრები ამოვა ლატარიაში — ამ კონკრეტულ შემთხვევაში ედუარდსმა შემთხვევით ამოღებული ცფრები გამოიყენა და გაუმართლა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ტაილანდელმა კაცმა ChatGPT-ის გამოყენებით 59 დოლარი მოიგო, მანამდე უნივერსიტეტის სტუდენტებმა ადგილობრივი გათამაშებიდან 50 000 დოლარზე მეტი მიიღეს მხოლოდ 350 დოლარის დახარჯვით იმ რიცხვებზე, რომლებიც ალგორითმის მიხედვით გამარჯვებულებს შორის ხშირად ხვდებოდა…
მართალია, ახლა ამ ამბავს შემთხვევითობით ამართლებენ, მაგრამ AI ეპოქაში ვცხოვრობთ და არც არაფერია გამორიცხული…