OpenAI ChatGPT-ში ახალ ფუნქცია Pulse-ს ნერგავს, რომელიც პერსონალიზებულ მოხსენებებს აგენერირებს მომხმარებლებისთვის მაშინ, როცა სძინავთ — 5-დან 10 ბრიფამდე სთავაზობს მათ, რათა დღის მანძილზე მეტად პროდუქტიული გახადოს. მიზანი კი საკმაოდ ამბიციურია, თუ თვალების გახელისთანავე უმეტესობა ჩვენგანი სოციალურ მედიას ან ახალ ამბებს ვამოწმებთ, ახლა სურთ, მათ შორის ჩეტბოტიც მოექცეს.

აღსანიშნავია, რომ Pulse OpenAI-ის სამომხმარებლო პროდუქტების ნაწილია, რომელიც იმისთვისაა შექმნილი, რომ მომხმარებლებთან ერთად ასინქრონულად იმუშაოს და არა იმისთვის, რომ მხოლოდ კითხვებზე პასუხები შესთავაზოს მათ. 

ჩვენ ვქმნით AI-ს, რათა მივიღოთ ის მხარდაჭერა, რომელიც აქამდე მხოლოდ მდიდრების ფუფუნება იყო და იგი დროთა განმავლობაში ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. ChatGPT Pulse კი ამისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია, რომელიც დღეიდან Pro მომხმარებლებისთვის ჩაეშვება, მაგრამ მიზნად გვაქვს, ფუნქცია ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ, — განმარტავს ფიდჯი სიმო, OpenAI-ის Applications-ის CEO.

Pulse-ის რეპორტები ახალი ამბების შეჯამება შეიძლება იყოს კონკრეტულ თემაზე, მაგალითად ფეხბურთის გუნდზე, ან მეტად პერსონალურიც გახდეს და მომხმარებლის კონტექსტს დაეფუძნოს, თუნდაც ეს საოჯახო მოგზაურობის დაგეგმვა იყოს.

თითოეული მოხსენება ბარათივით გამოჩნდება, რომელსაც თან AI სურათი და ტექსტი ეხლება. მომხმარებლებმა თითოეულს უნდა დააკლიკონ მოხსენების სრულად სანახავად, შემდეგ კი შეუძლიათ დამატებითი კითხვებიც დაუსვან ჩეტბოტს — Pulse პროაქტიულად დააგენერირებს კვლავ მოხსენებებს ან არსებულზე შესთავაზებს მათ უკუკავშირს. ჩათვალეთ, რომ თითქმის ისეთივე პრინციპით მუშაობს, როგორც მდივნის პოზიციაზე მყოფი ადამიანები…

ოღონდ ყველაზე საინტერესო ახალ ფუნქციაში ის არის, რომ რამდენიმე მოხსენების გენერირების შემდეგ, ჩერდება და შეტყობინებას აჩვენებს მომხმარებელს: Great, that’s it for today — ასე კი იმიტომ იქცევა, რომ ჩართულობაზე ორიენტირებულ სოციალურ მედია აპლიკაციებს შორის დიფერენცირება შეძლოს. 

მეტიც, Pulse ისეთ აპლიკაციებთან დაკავშირება შეუძლია, როგორებიცაა Google Calendar და Gmail. ეს იმას ნიშნავს, რომ ღამით ელ.წერილებს გადახედავს და დილით მათგან ყველაზე მნიშვნელოვანზე მოგაწვდით ინფორმაციებს, ხოლო თუ კალენდარს ესტუმრება, დღის განრიგს შეგიდგენთ და მასზე წვდომას თვალის გახელისთანავე მიიღებთ. 

ამგვარად, Pulse უკვე ხელმისაწვდომია Pro გეგმის გამომწერთათვის, რომლებიც მომსახურებაში ყოველთვიურად 200 დოლარს იხდიან. მათთვის აღნიშნული ფუნქცია ChatGPT-ის აპლიკაციის ცალკე ჩანართში გამოჩნდება. როგორც ამბობენ, მალე წვდომას Plus მომხმარებლებიც მიიღებენ, რასაც ადრე თუ გვიან, უფასო ვერსიის მომხმარებლებიც მოახერხებენ. 

marketer.ge