ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა ადამიანი ვერ ჩაანაცვლოს, მაგრამ შესაძლოა სამუშაო კვირა სამდღიანი გახადოს. ამის შესახებ ამერიკელმა მეწარმემ, Microsoft-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბილ გეითტსმა What Now პოდკასტში განაცხადა.

როდესაც გეიტსს ჰკითხეს, ხელოვნური ინტელექტი უქმნის თუ არა სამუშაო ადგილებს საფრთხეს, Microsoft-ის დამფუძნებელმა თქვა, რომ შეიძლება ოდესმე დადგეს დრო, როდესაც ადამიანებს „ამდენი შრომა არ მოუწევთ“.

„თუ ბოლოს და ბოლოს იქნება საზოგადოებაში, სადაც კვირაში მხოლოდ სამი დღე მოგიწევთ მუშაობა, ეს ალბათ კარგია", - თქვა გეიტსმა.

მას სჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც „მანქანები მოამზადებენ და გაასუფთავებენ“ და ადამიანებს კვირაში 5 დღეზე მეტი არ მოუწევთ მუშაობა.

გეიტსმა ადრე გამოაქვეყნა პოსტი ხელოვნური ინტელექტის პოტენციური გავლენის შესახებ.

„არა მგონია, რომ ხელოვნური ინტელექტის გავლენა ისეთივე დრამატული იქნება, როგორც ინდუსტრიული რევოლუციის, მაგრამ ის ნამდვილად იქნება ისეთივე დიდი, როგორც კომპიუტერის გამოჩენა იყო. ტექსტების დამუშავების პროგრამებმა არ გააუქმა ოფისში მუშაობა, მაგრამ მან სამუდამოდ შეცვალა იგი. “ - თქვა გეითსმა.

მანამდე, JPMorgan-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმი დიმონმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის წყალობით, მომდევნო თაობის მუშაკებს მხოლოდ 3,5-დღიანი სამუშაო კვირა ექნებათ.

„თქვენი შვილები იცოცხლებენ 100 წლამდე და არ დაავადდებიან კიბოთი ტექნოლოგიების გამო და ისინი, ალბათ, კვირაში 3.5 დღე იმუშავებენ“, განუცხადა დიმონმა Bloomberg-ს ოქტომბერში.