,,რაოდენობრივად ტურისტების ნაკადის ზრდა ნამდვილად შეინიშნება, მაგრამ თუ  გავაანალიზებთ, ამ რაოდენობის ტურისტს რა თანხა უნდა დაეტოვებინა ქვეყანაში და რეალურად რა დარჩა- ამ შემთხვევაში განსხვავებულ სურათს მივიღებთ“,- ამის შესახებ გიდმა  ალექსანდრე გიორგაძემ “კომერსანტის” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოში მხარჯველუნარიანი ტურისტების რაოდენობა შემცირებულია, რის გამოც  სასტუმროებს ფასების დაწევა მოუწიათ.

ძნელაძე ასევე ამბობს, რომ ტურიზმის სექტორში გაზრდილია ისეთი დასაქმებულების, რაოდენობა, როლებიც გადასახადებს არ იხდიან და თანხის დიდი ნაწილი ქვეყანაში არ რჩება.

რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან მოწოდებული ციფრებს, ეს მონაცემები რეალობასთან სრულ დისონანსში მოდის, რადგან საქართველო რეალურად თანხის გამტარი ქვეყანა გახდა და არა მიმღები.

„სეზონის შეფასების დროს უმთავრესია განსაზღვროთ, თუ რა კრიტერიუმებით ვაფასებთ მას, რა იყო მოლოდინები და დაემთხვა თუ არა რეალობას. კვლევით ორგანიზაციებზე არ ვსაუბრობ, თუმცა ხშირ შემთხვევაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი რიცხვები და რეალობა ერთმანეთისგან განსხვავებულია.

რაოდენობრივად ტურისტების ზრდა ნამდვილად შეინიშნება, მაგრამ თუ  გავაანალიზებთ, ამ რაოდენობის ტურისტს რა თანხა უნდა დაეტოვებინა ქვეყანაში და რეალურად რა დარჩა- ამ შემთხვევაში განსხვავებულ სურათს მივიღებთ.

საქართველოში მხარჯველუნარიანი ტურისტების რაოდენობა შემცირებულია.

ძირითადად ტურისტების მზარდი ნაკადი აზიური ქვეყნებიდან გვაქვს, ბევრ სფეროსთან მაქვს შეხება და შემიძლია  ვთქვა, რომ სასტუმროებს ფასების დაწევა მოუწიათ. კი, მუშაობა არის,  მაგრამ ეს მეტი მუშაობის და დაბალი ფასების ხარჯზე ხდება.

ასევე, ძალიან არის გაზრდილი ტურიზმის სფეროში დასაქმებული უცხოელების რაოდენობა: მძღოლები, გიდები, ტუროპერატორები, მათ შორის მხოლოდ ნაწილი მუშაობს ლეგალურად, ანუ გადასახადებს იხდის, ძალიან ბევრი ნაწილი კი არალეგალურად მუშაობს. ასეთი მუშაობიდან მიღებული თანხების ნაწილი, დაახლოებით 30% როგორც შემოვიდა ქვეყანაში ისე გადის.

რეალურად, საქართველო ტურიზმის სფეროში,  გახდა თანხის გამტარი ქვეყანა და არა მიმღები“,- აღნიშნა ალექსანდრე გიორგაძემ „კომერსანტის“ ეთერში.