Meta-მ Ray-Ban-ის ჭკვიანი სათვალის ახალი წყვილი წარადგინა, მარჯვენა ლინზაზე ჩაშენებული ეკრანით აპლიკაციებისთვის, შეტყობინებებისა და მიმართულებებისთვის. ჭკვიანი სათვალე Meta Neural Band-ის სახელით ცნობილი სამაჯურით იმართება, რომელიც ხელის ჟესტებს აღიქვამს. ამ ამბის შესახებ კი Meta Connect 2025-ზე შევიტყვეთ, ფასი და გამოსვლის თარიღიც ცნობილია.
ასე მეტას სურს, მომხმარებლებმა ის ამოცანები შეასრულონ ჭკვიანი სათვალეებით, რომლებისთვისაც ჩვეულებრივ სმარტფონს მიმართავენ. მართალია, მეტა სხვადასხვა მოწყობილობის გამოშვებით გუგლთან და ეფლთან ცდილობდა კონკურენციის გაწევას და სწორედ ამიტომ მილიარდობით დოლარის ინვესტიციაც ჩადო VR სათვალეებში, მაგრამ AI-ით გაძლიერებული ჭკვიანი სათვალე მათ შორის ყველაზე პერსპექტიულად გამოიყურება…
ამგვარად, Meta Ray-Ban Display-ით თავდაპირველად გამოშვებული Ray-Ban Meta ჭკვიანი სათვალეების წარმატების, სულ მცირე, გამეორებას აპირებენ. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მოდელი კომპანიამ მილიონობით გაყიდა…
Meta Ray-Ban Display-ში AI ასისტენტია ჩაშენებული, კამერებთან, დინამიკებსა და მიკროფონებთან ერთად. ჭკვიანი სათვალე საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, დაუკავშირდნენ ღრუბელს ინტერნეტსა და სოციალურ მედია აპლიკაციებზე წვდომისთვის, იქნება ეს Instagram, Facebook თუ WhatsApp. მომხმარებლები მიმართულებებისა და Live თარგმნის ნახვასაც შეძლებენ. 18-საათიან ბატარეასაც გვპირდება და წყალგაუმტარიცაა.
ხოლო ჟესტის გაკეთებისას თქვენს ტვინსა და ხელს შორის გაგზავნილი სიგნალების დასაფიქსირებლად მოწყობილობა ელექტრომიოგრაფიას (EMG) იყენებს. ამგვარად კი მეტა ფსონს ჩამოდის, რომ აღნიშნული ინტერფეისი მომხმარებლებისთვის მოწყობილობების მართვის ახალი გზა იქნება.
Meta x Ray-Ban-ის ახალი ჭკვიანი სათვალეები 30 სექტემბერს გამოვა, ფასი კი 799 დოლარი იქნება.
აღსანიშნავია, რომ Meta Connect 2025-ზე Meta x Ray-Ban-ის ახალი ჭკვიანი სათვალეების გარდა, სპორტსმენებისთვის Oakley Meta Vanguard-ის ჭკვიანი სათვალეც წარადგინეს.