60 მბ/წმ ან მეტი სიჩქარის ერთთვიანი ინტერნეტ პაკეტის საფასური Numbeo-ს მონაცემების თანახმად, საქართველოში 16.89 დოლარს შეადგენს. აღნიშნული ფასით საქართველომ 128 ქვეყანას შორის 106-ე ადგილი დაიკავა.

მონაცემების მიხედვით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ინტერნეტი ყველაზე ძვირი სომხეთში, ყველაზე იაფი კი რუსეთშია. უფრო კონკრეტულად:

სომხეთი - 19.47 დოლარი (99-ე ადგილი);
საქართველო - 16.89 დოლარი (106-ე ადგილი;)
აზერბაიჯანი - 15.22 დოლარი (109-ე ადგილი);
თურქეთი - 13.68დოლარი (113-ე ადგილი);
რუსეთი - 7.74დოლარი (126-ე ადგილი).
რაც შეეხება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებს, 5 ქვეყანა, სადაც 60 მბ/წმ ან მეტი სიჩქარის ერთთვიანი ინტერნეტ პაკეტი ყველაზე ძვირია, ასე გამოიყურება:

კუბა - 226 დოლარი;
პაპუა-ახალი გვინეა - 178 დოლარი;
ეთიოპია - 157 დოლარი;
კამერუნი - 136 დოლარი;
არაბთა გაერთიანებული საემიროები - 99 დოლარი.
იმ ქვეყნების ხუთეული, სადაც ინტერნეტი სხვა ქვეყნებთან შედარებით იაფია, ასეთია:

უკრაინა - 6.12 დოლარი;
ირანი - 7.73 დოლარი;
რუსეთი - 8.04 დოლარი;
ინდოეთი - 8.06 დოლარი;
ვიეტნამი - 8.95 დოლარი.

www.bpn.ge