სულ ახლახან გავიგეთ, რომ Snapchat-მა Apple Watch-ის მომხმარებლებისთვის watchOS აპლიკაცია გამოუშვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალი აპლიკაციით მომხმარებლებს Snapchat-ის გამოყენება მობილურზე, ვებზე, პლანშეტებსა და Apple Watch-ზე შეეძლებათ.
მათ უკვე შემომავალი შეტყობინებების ნახვა, კლავიატურის, Scribble-ის, Dictation-ისა თუ ემოჯების დახმარებით პასუხების გაცემა შეეძლებათ. კომპანიის თქმით, ახალი აპლიკაცია მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, სწრაფად მისწერონ მეგობრებს „მოვედი“, როცა რესტორანში მივლენ ან თუნდაც სირბილის დროს მაჯაზე ერთი დახედვით გასცენ მეგობრებს პასუხი. მართალია, Apple Watch-ზე Snapchat-ის შეტყობინებების ნახვა ისედაც შესაძლებელი, მაგრამ აქამდე პასუხის გაცემის ფუნქცია ნამდვილად არ არსებობდა.
„მოწყობილობების რაოდენობა, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, გაიზარდა. ვხედავთ, რომ ჩვენი მომხმარებლები Snapchat-ს სხვადასხვა პლატფორმაზე იყენებენ, მათ შორის პლანშეტებსა და ვებგვერდზე, ასევე მობილურზე, რაც ზრდის ჩვენს ვალდებულებას, პლატფორმა ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველა მოწყობილობაზე, რომლებსაც მომხმარებლები მოიხმარენ, მათ შორის ტარებად მოწყობილობებზეც“, — ვკითხულობთ Snapchat-ის ბლოგში.
ამასთან, Snap-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ევან შპიგელმა ადრე განაცხადა, რომ დიდად არ მოსწონდა Apple Watch-ის პატარა ეკრანზე პლატფორმის განთავსების იდეა. ფიქრობდა, რომ ადამიანები, სავარაუდოდ, ტელეფონში ამჯობინებდნენ სურათების ყურებას და არა, საათში. ახლა კი, შესაბამისად, Snapchat watchOS აპლიკაციის გამოყენებაზეა ფოკუსირებული, რათა მომხმარებლებს შეტყობინებებზე პასუხების სწრაფად გაცემის შესაძლებლობა მისცეს, თუმცა ეს ამბავი სურათებისა და ვიდეოების ნახვას არ ეხება…
დაბოლოს, ისიც უნდა ითქვას, რომ Snapchat ცალკეული watchOS აპლიკაციის ჩაშვებით კონკურენციას Facebook Messenger-სა და WhatsApp-ს გაუწევს.