„მჯერა, რომ უვიზო რეჟიმის ხელშეწყობით, მომავალში კიდევ უფრო მეტი ჩინელი ტურისტი ეწვევა საქართველოს“, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა „ბიზნესპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 28 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება მიეცათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში და ქვეყანაში ზედიზედ 30 დღე დაჰყონ.

„ბიზნესპრესნიუსმა“ ელჩს მიმართა კითხვით, ხომ არ იგეგმება უვიზო მიმოსვლის პერიოდის გახანგრძლივება. ელჩის თქმით, არსებული 30 დღე სრულად საკმარისია ტურისტული და ბიზნეს ვიზირებისთვის და ამჟამად უვიზო რეჟიმის გახანგრძლივება არ იგეგმება.
„ჩინეთ-საქართველოს შორის უვიზო პოლიტიკამ და პირდაპირმა ფრენებმა ხელი შეუწყო ჩინელი ტურისტების რაოდენობის უწყვეტ ზრდას, გასულ წელს საქართველოს 88 000 ჩინელი ტურისტი ეწვია. წელს, პირველი მაისის (მშრომელთა საერთაშორისო დღე) არდადეგების პერიოდში, საქართველო ჩინეთის მოქალაქეებისთვის ათ ახალ ყველაზე პოპულარულ ტურისტული დანიშნულების ადგილს შორის მოხვდა.
გასულ წელს, საზღვარგარეთ მოგზაური ჩინელი ტურისტების რაოდენობამ 146 მილიონს მიაღწია. მჯერა, რომ უვიზო რეჟიმის ხელშეწყობით, მომავალში კიდევ უფრო მეტი ჩინელი ტურისტი ეწვევა საქართველოს. პრაქტიკული თვალსაზრისით, 30 დღე სრულებით საკმარისია ტურისტული და ბიზნეს ვიზიტებისთვის, ამ ეტაპზე, უვიზო რეჟიმის ვადის გახანგრძლივება არ იგეგმება“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა „ბიზნესპრესნიუსთან“ ინტერვიუში.