2025 წლის 7 თვის განმავლობაში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 662 205 ვიზიტორი ესტუმრა - ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
„ვიზიტორთა შორის 46% ქართველი, ხოლო 54 % სხვა ქვეყნის მოქალაქეა.
ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს, სათაფლიას, წალკის კანიონს და ოკაცეს კანიონს.
სხვა ქვეყნის ვიზიტორებს შორის ყველაზე დიდი რაოდენობით დაფიქსირდნენ სტუმრები პოლონეთიდან, ისრაელიდან, რუსეთიდან, ინდოეთიდან და ბელარუსიდან.
დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად აგრძელებს ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობას, რაც მიზნად ისახავს ვიზიტორებისთვის დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობის უფრო მარტივ და უსაფრთხო გარემოს შექმნას.
ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით 12 დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს 17 პროექტი, რომლებიც ითვალისწინებს საფეხმავლო ბილიკების ქსელის მოწყობასა და რეაბილიტაციას შესაბამისი მცირე ინფრასტრუქტურის განთავსებით“ - ნათქვამია ინფორმაციაში.