ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება Welcome to Georgia-ს მმართველი პარტნიორს მაია სიდამონიძის განცხადებით, მომავალ წლებში, "Welcome to Georgia-ს მოდერნიზება და ტრანსფორმაცია იგეგმება“.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც Welcome to Georgia-2025-ზეც ისაუბრა.
Welcome to Georgia არის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის სფეროში, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ტარდება. ის უკრაინელმა მარინა ჩაიკამ დააფუძნა, მაგრამ მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაბრუნება გადაწყვიტა, ბრენდი მაია სიდამონიძემ შეიძინა და მე-10 საიუბილეო დააჯილდოვება ჩაატარა.
„წერტილთან“ ინტერვიუში მან აღნიშნა ისიც, რომ წელს, პირველად, პროექტი სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერის გარეშე ჩატარდა, რაც მაია სიდამონიძისთვის ინდუსტრიის დამოუკიდებლობის ნიშნად მიიჩნევა და მიუხედავად იმისა, რომ ეს რთული იყო, Welcome to Georgia-ს მმართველი პარტნიორის შეფასებით, კერძო სექტორის გაერთიანების შედეგად პროექტი წარმატებულად ჩატარდა.
„რაც შეეხება გეგმებს, Welcome to Georgia მომავალ წლებში მხოლოდ დაჯილდოების ფორმატით აღარ შემოიფარგლება - იგეგმება პროექტის მოდერნიზაცია და ტრანსფორმაცია. პლატფორმა გადაიქცევა ცოდნის გაზიარებისა და ტურიზმის განვითარების ფორუმად. დაგეგმილია პანელური დისკუსიები, უცხოელი სპიკერების მოწვევა და ტრენინგები, რომლებიც ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებას კიდევ უფრო განავითარებს“, - აცხადებს მაია სიდამონიძე.