ამერიკის შეერთებულ შტატებში ხუთი დღის წინ დაწყებული "შათდაუნი" გრძელდება - სენატმა "დემოკრატებისა" და "რესპუბლიკელების" მიერ მთავრობის დაფინანსების და მთავრობის დახურვის დასრულების შესახებ წარდგენილი წინადადებები კვლავ ვერ დაამტკიცა. ვერცერთმა წინადადებამ საჭირო 60 ხმა ვერ მოაგროვა.
კენჭისყრამდე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კიდევ ერთი ჩავარდნილი კენჭისყრა საჯარო სამსახურებიდან დასაქმებულების მასობრივ გათავისუფლებას გამოიწვევს.