საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო მამუკელაშვილის ახალმა გუნდმა, „ტორონტო რეპტორსმა“ NBA-ის წინასასეზონო ეტაპზე პირველი მატჩი „დენვერ ნაგეტსთან“ ჩაატარა და 108:112 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა შეხვედრაში 22 წუთი მიიღო, ხოლო თავის გუნდს 15 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა. ის „ტორონტოს“ რიგებში შედეგიანობის მხრივ მეორე საუკეთესო იყო, მამუკელაშვილზე მეტი ქულა მხოლოდ ბარეტმა (19) და ინგრამმა (19) მოაგროვეს.
NBA-ის რეგულარული სეზონის მოსამზადებელ ეტაპზე კანადური გუნდი მომდევნო მატჩს 9 ოქტომბერს, სტუმრად, „საკრამენტო კინგსთან“ გამართავს.
სანდრო მამუკელაშვილი მსოფლიოს მთავარ საკალათბურთო ლიგაში მეხუთე სეზონს დაიწყებს, მას აქამდე „მილუოკი ბაქსსა“ და „სან ანტონიო სპურსში“ უთამაშია.