მსოფლიოში ყველა მილიონერის ჯამური სიმდიდრე დოლარში, 2024 წელს 4.2%-ით გაიზარდა და 90.475 ტრილიონი დოლარი შეადგინა, – ამის შესახებ ნათქვამია კომპანია Capgemini–ს World Wealth Report–ში.
2017-2024 წლების საშუალო წლიური ზრდის ტემპი (CAGR) 3.7% იყო.
შეძლებული ადამიანების (high-net-worth individual, HNWI) რაოდენობა გასულ წელს 2.6%-ით გაიზარდა და 23.413 მილიონს გადააჭარბა. შვიდწლიანი საშუალო წლიური ზრდის ტემპი 3.8%-ია.
ჩრდილოეთ ამერიკაში მდიდარი ადამიანების სიმდიდრე გაიზარდა 8.9%-ით (29.9 ტრილიონ დოლარამდე), ევროპაში - 0.7%-ით (19 ტრილიონ დოლარამდე), აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში - 4.8%-ით (26.9 ტრილიონ დოლარამდე), ახლო აღმოსავლეთში - 0.9%-ით (3.5 ტრილიონ დოლარამდე), აფრიკაში - 4.7%-ით (1.9 ტრილიონ დოლარამდე). ამასობაში, ლათინურ ამერიკაში ეს მაჩვენებელი 2.6%-ით (9.2 ტრილიონ დოლარამდე) შემცირდა.