„ტრანსნეფტის“ ვიცე-პრეზიდენტი ანდრეი ბადალოვი მოსკოვში გარდაცვლილი იპოვეს. კომპანიის ტოპ-მენეჯერი 62 წლის იყო.

TASS-ის წყაროს ცნობით, ბიზნესმენის ცხედარი რუბლიოვსკოეს გზატკეცილზე მდებარე სახლის ფანჯრების ქვეშ იპოვეს.

„გარდაცვალების წინასწარი მიზეზი თვითმკვლელობაა“, - განუცხადა სააგენტოს წყარომ.