აბუ-დაბის ყველაზე ძვირადღირებული პენტჰაუსი $37 მილიონად გაიყიდა. 

    საადიათის კუნძულზე მდებარე სამოთახიანი პენტჰაუსის გაყიდვით, საამიროში ახალი რეკორდი დამყარდა.

     1მ²-ის ღირებულებამ 96 000Dh ($26 140) შეადგინა. 

    სამოთახიანი პენტჰაუსი, რომელიც მოიცავს მთელ სართულს Nobu Residences Abu Dhabi-ში, უმსხვილესმა დეველოპერმა, Aldar-მა გაყიდა.

    ამის შესახებ ინფორმაციას khaleej times ავრცელებს.