ავიაკომპანია Air France-KLM-მა 2025 წლის მეორე კვარტალში წმინდა მოგება 5-ჯერ გაზარდა, ხოლო შემოსავალი 6%-ით. აპრილ-ივნისში კომპანიის წმინდა მოგებამ 605 მილიონი ევრო შეადგინა, წინა წლის ანალოგიური პერიოდის 121 მილიონი ევროსთან შედარებით.

კომპანიის კვარტალური შემოსავალი წინა წლის ანალოგიური პერიოდის 7.95 მილიარდ ევროსთან შედარებით 8.44 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.

ანალიტიკოსების კონსენსუსის პროგნოზი, რომელიც თავად Air France-KLM-მა წარმოადგინა, 671 მილიონი ევროს საოპერაციო მოგებას და 8.52 მილიარდ ევროს შემოსავალს ითვალისწინებდა.

ვრცლად interfax-ზე