Amazon.com Inc 10 მილიარდი დოლარს ინვესტირებას ახორციელებს ჩრდილოეთ კაროლინაში მოქმედი მონაცემთა ცენტრების ინფრასტრუქტურის გაფართოებაში, რათა მხარი დაუჭიროს ხელოვნურ ინტელექტსა და ღრუბლოვან ტექნოლოგიებს.
კომპანიის ცნობით, ეს შექმნის 500 ახალ მაღალკვალიფიციურ სამუშაო ადგილს და მხარს დაუჭერს ათასობით დამატებით სამუშაო ადგილს Amazon Web Services (AWS)-ის მონაცემთა ცენტრის მიწოდების ჯაჭვში.