არგენტინის ეკონომიკა ზედიზედ მე-8 თვეა ზრდის ტემპს ინარჩუნებს, რაც შეეხება უკანასკნელ ცნობებს, არგენტინის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 2025 წლის მაისში ეკონომიკა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,8%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსების ნავარაუდები ზრდის საშუალო პროგნოზი 5.9% იყო, მინიმალური შეფასება – 3.5%, მაქსიმალური კი – 7.8%.
გაუმჯობესებულია შედეგები ინფლაციასთან ბრძოლის კუთხითაც- 2024 წლების ჰიპერფლაციის (200 %+) შემდეგ, 2025 წლის ივნისში ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 30–40 %-ით არის შემცირებული.
OJF -ის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ წლის მეორე ნახევარში ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება, თუმცა უფრო ზომიერი ტემპით, რაშიც მნიშვნელოვან როლს საპარლამენტო არჩევნების მოახლოება ითამაშებს.