აშშ-მა ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმება გააფორმა, - ამის შესახებ აშშ-ის 47-ე პრზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში “ერთი დიდი მშვენიერი კანონისთვის” მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
თქვა მხოლოდ ის, რომ ჩინეთთან ვაჭრობის შეთანხმებას მოაწერა ხელი. პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია რას მოიცავს ხელშეკრულება, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ამ გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ჩინეთის “გახსნის” მიმართულებით.
ცნობისთვის, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები ჟენევაში დაიწყო და ივნისის დასაწყისში, ლონდონში გამართულ შეხვედრაზე თითქმის სრულად დამთავრდა. შეთანხმებაზე მუშაობის პროცესში შტატებმა ზოგიერთი ტარიფის მოქმედება შეაჩერა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, სავაჭრო ხელშეკრულება ყველა ქვეყანასთან ავტომატურად არ დაიდება.
“შემდეგი, ალბათ, ინდოეთი იქნება და ჩვენ, სავარაუდოდ, ძალიან დიდი შეთანხმებას მივაღწევთ”, - თქვა ტრამპმა.