გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროკავშირს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ტარიფებთან დაკავშირებით „სწრაფი და მარტივი“ შეთანხმების მიღწევისკენ.
„უმჯობესია სწრაფი და მარტივი გადაწყვეტა, ვიდრე ხანგრძლივი და რთული, რომელიც თვეების განმავლობაში მოლაპარაკებების ეტაპზე რჩება“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა ბერლინში, კოოპერატიული ბანკების ეროვნული ასოციაციის ყოველწლიურ კონვენციაზე.
შეგახსენებთ, ევროკავშირის სავაჭრო ხელმძღვანელი მაროშ შევჩოვიჩი ვაშინგტონში იმყოფება, სადაც ტარიფებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავს.