აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბაქოში, რუსული საინფორმაციო სააგენტოს, „სპუტნიკის“ ოფისში რუსეთის „ფეესბეს“ ორი თანამშრომელი დააკავეს.
როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, დღეს დილით პოლიციის მიერ რუსული სააგენტოს ბაქოს ოფისში ჩატარებული ოპერაციის შედეგად დაკავებულია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომელი, რომლებიც ამ სააგენტოში მუშაობდნენ.
ცნობისთვის, დღეს დილიდან აზერბაიჯანული მედია იუწყებოდა, რომ რუსული საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკის“ ოფისში პოლიცია იყო შესული. შეგახსენებთ, თებერვალში მიღებული იყო გადაწყვეტილება აზერბაიჯანში მოქმედი რუსული სააგენტო „სპუტნიკის“ საქმიანობის შეჩერების შესახებ, თუმცა რუსული სააგენტოს რედაქციამ ეს გადაწყვეტილება არ შეასრულა და მუშაობას აგრძელებდა.