ნავთობის ფასები ხუთშაბათს დღის განმავლობაში მინუსში რჩება, თუმცა სავაჭრო სესიაზე ადრე მიყენებული ზარალის ნაწილი აღიდგინა.
ოქტომბრის Brent-ის ფიუჩერსები ლონდონის ICE Futures ბირჟაზე 0.34 აშშ დოლარით (0.5%) დაეცა და ბარელზე 67.71 აშშ დოლარი შეადგინა. ოქტომბრის WTI-ის ფიუჩერსები NYMEX ბირჟაზე 0.29 აშშ დოლარით (0.45%) დაეცა და ბარელზე 63.86 აშშ დოლარი შეადგინა.