დანიაში გადაწყვიტეს წიგნების გაიაფება. ამის მისაღწევად, ქვეყანა წიგნის პროდუქტებზე დამატებული ღირებულების გადასახადს (დღგ) სრულად გააუქმებს, – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
დანიელები წიგნებზე მსოფლიოში ყველაზე მაღალ გადასახადს - 25%-ს იხდიან. ამის გამო წიგნები ძვირი ღირდა და ხალხმა წიგნების კითხვას მოუკლო.
მთავრობა იმედოვნებს, რომ გადასახადის გაუქმება ხელს შეუწყობს ვითარების გამოსწორებას.
ეს ერთადერთი ღონისძიება არ არის - მთავრობამ უკვე გამოყო დამატებითი თანხები ბიბლიოთეკებისთვის, რათა მათ უფრო აქტიურად ითანამშრომლონ სკოლებთან და წაახალისონ ბავშვები კითხვისკენ.