ცნობილმა დიზაინერმა კრისტიან ლუბუტენმა საფრანგეთში, კონიაკის სახლის, Ragnaud-Sabourin-ის წილი შეიძინა, იუწყება Decanter.
გამოცემის ცნობით, კიდევ ერთი აქციონერია ბიზნესმენი ალექსის დიევრი, რომელიც ასოცირდება Louboutin-ის საკუთრებაში არსებულ პრემიუმ ავეჯის ბრენდ Maison Gatti-სთან.
„ეს პარტნიორობა სახლისთვის ახალი თავის დასაწყისს აღნიშნავს, რომლის მიზანია ჩვენი საერთაშორისო დისტრიბუციის გაფართოება და პრესტიჟულ ადგილებში ჩვენი ყოფნის გაძლიერება“, - ციტირებს გამოცემა მამულის მმართველი პარტნიორის, მარინ დეშამის, სიტყვებს.
კონიაკის მწარმოებელი კომპანია Ragnaud-Sabourin 1850 წელს დაარსდა. კომპანია სასმელს გრანდ შამპანში მდებარე 35 ჰექტარ ნაკვეთზე მოყვანილი ყურძნისგან აწარმოებს.