ონლაინ-გამოცემა budgetyourtrip.com-მა სამოგზაუროდ ევროპის ყველაზე ძვირი და იაფი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც მგზავრობის ხარჯების ინდექსის მიხედვით შედგა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ რეიტინგში, რომელიც 45 ქვეყნისგან შედგება, საქართველო 44-ე ადგილზე იმყოფება და მას მხოლოდ უკრაინა ჩამორჩება. პუბლიკაციის მიხედვით, საქართველოში დღეში ერთ ადამიანზე ხარჯები საშუალოდ 32.55 ევროდ განისაზღვრება.
ყველაზე ძვირიანი მიმართულებების ათეული ევროპის მასშტაბით ასე გამოიყურება (დღიური ხარჯი)
შვეიცარია - 312 ევრო
ლიხტენშტეინი -284 ევრო
საფრანგეთი - 262 ევრო
მონაკო - 249 ევრო
სან-მარინო - 240 ევრო
ლუქსემბურგი - 236 ევრო
ისლანდია - 223 ევრო
საბერძნეთი - 215 ევრო
დანია - 212
ნიდერლანდები - 212
რაც შეეხება სამოგზაუროდ იაფ ქვეყნებს, ათეული ასე გამოიყურება:
ალბანეთი - 89 ევრო
ბოსნია-ჰერცოგოვინა - 85 ევრო
რუსეთი - 74 ევრო
ბულგარეთი - 74 ევრო
პოლონეთი - 71 ევრო
ბელარუსი - 67 ევრო
სერბეთი - 42 ევრო
სომხეთი - 33 ევრო
საქართველო - 32 ევრო
უკრაინა - 23 ევრო
გამოცემა წერს, რომ საქართველოში მოგზაურობის შემთხვევაში, ერთი დღის განმავლობაში კვებაში დაახლოებით 14 დოლარი უნდა გაითვალისწინოთ, ადგილობრივ ტრანსპორტში - 5.70 დოლარი, სასტუმროებში კი 23 დოლარი. მათივე გამოთვლით, ერთ კვირაში საქართველოში ვიზიტი ორ ადამიანს დაახლოებით 530 დოლარი დაუჯდება.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი