აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები ვიწრო ფორმატში ალასკაში დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეხვედრა დაახლოებით ორ-საათნახევარი გრძელდებოდა. აშშ-ში რუსეთის ელჩი ალექსანდრე დარჩიევი აცხადებს, რომ აშშ-თან კომუნიკაციის ტონი ახლა სამუშაოა და შედეგებზეა ორიენტირებული.

ამის შემდეგ აშშ-ის და რუსეთის დელეგაციები მოლაპარაკებებს გაფართოებულ ფორმატში გააგრძელებენ.

1tv.ge