აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის ოპერაცია „ობობას ქსელს“, რომლის დროსაც რუსული სტრატეგიული თვითმფრინავები დაიბომბა, „ძლიერი“ და „მაგარი“ უწოდა. ამის შესახებ „აქსიოსი“ ერთ-ერთ წყაროზე დაყრდნობით წერს.

ამავდროულად, წყაროს თქმით, ამერიკის პრეზიდენტი შეშფოთებულია, რომ ეს კიდევ უფრო გაართულებს მის მისიას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

„აქციოსი“ ცნობით, ტრამპის ერთ-ერთმა მრჩეველმა განაცხადა: „საერთაშორისო პერსპექტივიდან, თქვენ გყავთ ჩიხუახუა, რომელიც რეალურ ზიანს აყენებს გაცილებით დიდ ძაღლს“.

როგორც მედია წერს, ტრამპმა აღნიშნა, რომ დრონებით თავდასხმა, სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინს, ძალიან სერიოზული საპასუხო ზომების აიძულებს.

წყაროს ცნობით, ტრამპი შეშფოთებულია, რომ ეს სცენარი მის დიპლომატიურ ინიციატივას შეაფერხებს.

1tv.ge