შვედურმა საინვესტიციო კომპანია EQT-მ მიაღწია შეთანხმებას იაპონური ელექტრონიკის მწარმოებელი Pioneer Corp-ის ტაივანური Innolux Corp-ის შვილობილ კომპანიაზე 1.1 მილიარდ დოლარად მიყიდვის შესახებ.

EQT-ის განცხადების თანახმად, მყიდველი იქნება CarUX, რომელიც საავტომობილო სექტორისთვის TFT-LCD (აქტიური მატრიცული თხევადკრისტალური დისპლეების) წარმოების სპეციალისტია.

EQT-მ Pioneer 2019 წელს შეიძინა. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ კომპანია ლიდერია ავტომობილის აუდიო და ნავიგაციის სისტემების წარმოებაში, ასევე საავტომობილო ინდუსტრიისთვის პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელია.

ტრანზაქციის დასრულება, საჭირო ნებართვების მიღების შემთხვევაში, 2025 წლის მეოთხე კვარტალშია მოსალოდნელი.

წყარო: interfax